Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა ბაღდადის შიიტურ მეჩეთში სუიციდური აფეთქების შედეგად


ერაყის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა, როცა თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა შიიტურ მეჩეთში ბაღდადის დასავლეთ ნაწილში. ჰართიიას რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიჭრა. დღესვე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სუიციდური თავდასხმა მოაწყვეს ერაყის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ, რათა შეეჩერებინათ ქალაქ ბაჯიიზე მათი იერიში. ბაჯიის ისლამისტური დაჯგუფება აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG