Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, "ჯორჯიად" მოხსენიებას დაიწყებს


იაპონია საქართველოს, "გრუზიას" ნაცვლად, ოფიციალურ დოკუმენტებში "ჯორჯიად" მოიხსენიებს. "ინტერპრესნიუსის" ცნობით ამის შესახებ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საგარეო საკითხებში იაპონიის სახელმწიფო მინისტრ მინორუ კიუჩის შორის ჩატარებულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რომ იაპონიის პარლამენტი შესაბამისი საკითხის განხილვას 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

XS
SM
MD
LG