Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი თვლის, რომ ევროპაში თავისუფლებები „საფრხის“ ქვეშაა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, რომელიც ბერლინში იმყოფება, განაცხადა, რომ თავისუფლებები კვლავაც „საფრთხის“ ქვეშაა მსოფლიოს არაერთ კუთხეში, მათ შორის ევროპაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად პრესკონფრენციაზე, 22 ოქტომბერს, კერიმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი გაიგებს, რამდენად სერიოზულად არის მსოფლიო მზად, მხარი დაუჭიროს უკრაინის სუვერენიტეტს. აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს რუსეთს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ და უკრაინაში სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის გამო. კერი, რომელიც ბერლინის კედლის დაცემიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა ბერლინში, კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება მოგვიანებით. აშშ-ის და გერმანიის ურთიერთობა შეიცვალა მას მერე, რაც 2013 წელს გამოვლინდა, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახური თვალთვალს აწარმოებდა გერმანიის ტერიტორიაზე და თვით კანცლერ მერკელის სატელეფონო საუბრებს უსმენდა.

XS
SM
MD
LG