Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: სოფელ მოხეში მეჩეთი უკვე არსებობს


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმების თხოვნა, კიდევ ერთხელ განხილულიყო მეჩეთის გახსნის საკითხი, სამცხე-ჯავახეთის მუფთმა გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა კონფესიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ არსებობს რელიგიის საკითხთა სააგენტო, რომელიც მსგავს საკითხებს შეისწავლის და მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რაც მისი თქმით, ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სოფელ მოხეში მეჩეთი უკვე არსებობს და ადგილობრივ მუსლიმებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და რეგიონის მუფთი კი შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოს სახსრებით მუფთისთვის რეზიდენცია აშენდებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG