Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას


მოსკოვი უარყოფს განცხადებებს, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა სააგენტო „ინტერფაქსს“ 23 ოქტომბერს უთხრა, რომ თვითმფრინავი კალინინგრადის ანკლავიდან აფრინდა და „ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებს“ გადაუფრინა 21 ოქტომბერს, როცა საწვრთნელ ფრენას ატარებდა. ესტონეთის მთავრობამ 22 ოქტომბერს რუსეთის ელჩი გამოიძახა შეხვედრაზე, მას შემდეგ, რაც ესტონეთის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მის საჰაერო სივრცეში შევიდა „ილიუშინ 20“-ის ტიპის თვითმფრინავი. ნატო აცხადებს, რომ თვითმფრინავის შესახებ პირველად დანიის საჰაერო უწყებამ შეიტყო, როცა ის დანიას მიუახლოვდა და შემდეგ შვედეთის მიმართულებით გაფრინდა. ალიანსის განცხადებით, შვედეთის საჰაერო უწყების მონაცემებით, თვითმფრინავმა ერთ წუთზე ნაკლები დაჰყო ესტონეთის საჰაერო სივრცეში და შემდეგ ის იქიდან პორტუგალიის სამხედრო თვითმფრინავებმა გამოაცილეს. უკრაინის კონფლიქტის ფონზე, რუსეთს ბოლო ხანებში ბევრჯერ დასდეს ბრალი საზღვრების დარღვევაში.

XS
SM
MD
LG