Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ფეშმერგას 200 მებრძოლს გაუხსნის გზას კობანისკენ


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ერაყელი ქურთების ძალის, ფეშმერგას 200-მდე მებრძოლს მისცემს საშუალებას თურქეთი გადაკვეთონ და სირიელ ქურთებს დაეხმარონ ქალაქ კობანის დაცვაში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან. ლატვიაში მყოფმა ერდოანმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ ზომის გატარებაზე თანხმობა განაცხადა სირიელი ქურთების ჯგუფმა, დემოკრატიული ერთობის პარტიამ. ამ პარტიის 2,000-მდე მებრძოლი ებრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს კობანიში, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს. ერაყის ქურთთა რეგიონის პარლამენტმა 22 ოქტომბერს მიიღო სირიაში ფეშმერგას მებრძოლების გაგზავნის გადაწყვეტილება, რათა კობანიზე არ დამყარდეს „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლი. პარალელურად, სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა სირიაში ერთი თვის განმავლობაში წარმოებული კამპანიის ფარგლებში, საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლეს 521 ისლამისტი მებრძოლი და 32 სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG