Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურაში დასაკითხად იმყოფება ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე


საქართველოს პროკურატურაში დაზარალებულის სტატუსით დასაკითხად იმყოფება ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. ამავე სტატუსით პროკურატურამ უკვე დაკითხა ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ნათია გედენიძე. ოთხი ფოტორეპორტიორი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2011 წელს დააკავეს და აღიარებითი ჩვენებების შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. მათ დაკავებას საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. ფოტორეპორტირები აცხადებენ, რომ აღიარებითი ჩვენებები იძულებით მისცეს.

XS
SM
MD
LG