Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს სხდომაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას


ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შედგა კონსულტაციები, სადაც გადაწყდა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციის ადმინისტრაციულ ნაწილში გაიმართება. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოში მონაწილოებას მიიღებს ყველა მინისტრი, ვინც არის საქართველოში. იმერლიშვილის განმარტებით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საბჭოს სხდომა 15:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე გაიმართება. საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესაძლო ხელმოწერაზე, რასაც თბილისი აფხაზეთის ანექსიად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG