Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა თხევადი გაზის ტერმინალით რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს


ლიტვის პორტ კლაიპედაში ღუზა ჩაუშვა მცურავმა ტერმინალმა სახელწოდებით „დამოუკიდებლობა“, რომელიც განკუთვნილია თხევადი გაზის მიწოდებისათვის. ხომალდს, რომელიც სამი ფეხბურთის მოედნის სიდიდისაა, საპატიო ყარაული და ქვეყნის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე დახვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მცურავი გიგანტი „ძალზე მნიშვნელოვანია ლიტვისა და მთელი რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის“. ლიტვა, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთისაგან მიწოდებულ ბუნებრივ აირზე, - მომავალი წლის განმავლობაში ამ ხომალდს ნორვეგიისაგან ბუნებრივი არის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებს. აღნიშნული ტერმინალი ლიტვას შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს 4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტი. ეს თითქმის ორჯერ აღემატება 2013 წელს ლიტვის მიერ რუსეთისაგან შეძენილი ბუნებრივი აირის მოცულობას. შესაბამისად ლიტვას შესაძლებლობა მიეცემა ზედმეტ საწვავი მიაწოდოს ლატვიასა და ესტონეთს, რომლებიც ასევე მთლიანად რუსეთის ბუნებრივ აირზე არიან დამოკიდებულნი.

XS
SM
MD
LG