Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი მეთვალყურეები აქებენ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებს


უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების უცხოელი მეთვალყურეები დადებითად აფასებენ არჩევნების პროცესს, ხოლო რუსეთი გამოთქვამს იმედს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაძაბულობა განიმუხტება „კონსტრუქციული მთავრობის“ შექმნის მეშვეობით. ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა დაიწყეს კონსულტაციები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. არჩევნების შედეგად მათი პრო-ევროპული პოლიტიკური ორგანიზაციები ლიდერობენ. ბევრი უკრაინელი გამოთქვამს იმედს, რომ არჩევნები გააძლიერებს მათ ქვეყანას განვლილი წლის პოლიტიკური დაპირისპირებებისა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან შეიარაღებული კონფლიქტისათვის თავის დასაღწევად, აგრეთვე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პრობლემის მოსაგვარებლად. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნებმა ელექტორატს შესთავაზა რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და ჩაიარა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემით. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არჩევნებს უწოდა „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი უკრაინის დემოკრატიული განვითარებისათვის“. ამავე დროს ობამამ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები და ყირიმის რუსი ოკუპანტები დაადანაშაულა არჩევნებისათვის ხელის შეშლაში.

XS
SM
MD
LG