Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის, ოთხ მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით. დაკავებულებს შორის არის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. პროკურატურის განმარტებით, საუბარია 2013 წელს ჩადენილ დანაშაულზე - კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის საქმეზე. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის დაკავებულ პირებს 48 საათში წარედგინებათ ბრალდებები. გამოძიება ასევე მუშაობს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად.

XS
SM
MD
LG