Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის თავისუფალი არმიის მეომრები კობანისთვის ბრძოლაში ერთვებიან


ოფიციალური პირების და აქტივისტების ინფორმაციით, მეამბოხეთა, სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლთა რაზმი თურქეთიდან შევიდა ქალაქ კობანიში, რომლისთვისაც ბრძოლა გრძელდება ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული გაერთიანებას და ქურთულ რაზმებს შორის. თავისუფალი არმიის მებრძოლთა რაზმი 29 ოქტომბერს ჩავიდა რეგიონში მას მერე, რაც იქ ერაყის ფეშმერგას ქურთთა არმის მეომრები ჩავიდნენ, ასევე კობანის ქურთ დამცველთა მხარდასაჭერად. ქურთმა ოფიციალურმა პირებმა კობანიში და სირიელმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ თავისუფალი არმიის 50-მდე მეომარმა გადაკვეთა სირია-თურქეთის საზღვარი კობანიში ჩასასვლელად. სირიის თავისუფალი არმია მეამბოხეთა დაჯგუფებაა, რომელიც ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებისთვის იბრძვის. 800-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა და ორასი ათასი იძულებული შეიქნა საცხოვრებელი დაეტოვებინა ექვსი კვირის წინ კობანიზე ისლამური სახელმწიფოს მიერ დაწყებული იერიშის შემდეგ.

XS
SM
MD
LG