Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესის წარმოების სიმარტივით საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა


ბიზნესის წარმოების სიმარტივით საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი კვლევის თანახმად. ყოველწლიური კვლევისას მსოფლიო ბანკის ჯგუფი აანალიზებს სხვადასხვა რეგულაციას, რომელიც ბიზნესს ეხება. მათ შორისაა ბიზნესის დაწყების, ოპერირების, გადასახადების გადახდის და სხვა რეგულაციები. ბიზნესის წარმოების სიმარტივის საერთო შეფასება სულ 10 ინდიკატორს ეფუძნება.

XS
SM
MD
LG