Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი და აშშ გმობენ სეპარატისტთა არჩევნებისთვის რუსეთის მხარდაჭერას


კიევმა 28 ოქტომბერს დაგმო აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მიერ ორგანიზებული არჩევნებისთვის რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა, როგორც „დესტრუქციული და პროვოკაციული“. აშშ-მა ამავე არჩევნების თაობაზე განაცხადა, რომ ის იქნება უკანონო. დონეცკელმა და ლუგანსკელმა სეპარატისტებმა არჩევნები 2 ნოემბრისთვის დაგეგმეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საპირისპიროდ. კვირის არჩევნებში უკრაინაში პროდასავლურმა ძალებმა გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მეამბოხეთა მიერ დაგეგმილი კენჭისყრა „ფსევდოარჩევნები“ იქნება და დასძინა, რომ ის ეწინააღმდეგება მინსკში, სექტემბერში დადებული შეთანხმების სულისკვეთებას.

XS
SM
MD
LG