Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია: საქართველო დაუახლოვდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას


29 ოქტომბერს ევროკომისიამ დაამტკიცა მეორე ანგარიში, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს ეხება. ევროკომისიის თანახმად, საქართველომ დააკმაყოფილა ევროკავშირთან სავიზო დიალოგის პირველი ფაზის მოთხოვნები და, ამდენად, შესაძლებელი გახდა მეორე ფაზის დაწყება, რომლის ფარგლებშიც კომისია შეამოწმებს ყველა დასახული სამიზნის მიღწევის პროცესს. „მოხარული ვარ ჩვენი შემოწმების შედეგებით და მსურს საქართველოს მთავრობას მივულოცო მათ მიერ გაწეული ძალისხმევა. მათ დიდად უერთგულეს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გატარების პროცესს. ეს საგულისხმო მიღწევაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს დააახლოებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან“ - წერს ევროკომისარი საშინაო საქმეებში, სესილია მალმსტრომი. ევროკომისიის მიერ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას განახორციელოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნები“ - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG