Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას ჯარიმა დააკისრა


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა ოცი ათასი ევროს გადახდა კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, რომელიც კორუფციის გამო იყო გასამართლებული. სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა კონტროლის პალატის ყოფილი ხელძღვანელის, სულხან მოლაშვილის საქმის თაობაზე 30 ოქტომბერს. სასამარლომ ის გაამართლა ევროპის კონვენციის ოთხი პარაგრაფის თანახმად და დააკისრა თბილისს, გულმოდგინედ გამოიძიოს მისი საქმე. მოლაშვილი 2004 წელს დააპატიმრეს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეჭვით, რომ სახელმწიფო სახსრები გაფლანგა. მას თავიდან ცხრა წელი მიუსაჯეს, მაგრამ 2008 წელს გაუშვეს და საქართველო დატოვა მას მერე, რაც პრეზიდენტოს მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა. მოლაშვილის თქმით, ის საპატიმროში აწამეს.

XS
SM
MD
LG