Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეშმერგას ძალები კობანის დამცველებს შეუერთდნენ


ერაყში მობილიზებული ქურთული ფეშმერგას ძალები თურქეთის გზით სირიაში გადავიდნენ და შეუერთდნენ ქურთულ ძალებს, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აწარმოებენ ბრძოლებს ქალაქ კობანისათვის. 150 მებრძოლისაგან შემდგარი ფეშმერგას რაზმი 31 ოქტომბრის გადავიდა სირიაში მანქანებით, რომელიც იარაღით იყო დატვირთული. სირიელმა ქურთებმა შეძლეს მოეგერიებინათ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების შეტევა და ამჟამად ქალაქის თითქმის ნახევარს აკონტროლებენ. ქალაქ კობანის ათასობით მცხოვრები და ასევე სხვა ადგილნაცვალი პირები, რომლებიც უფრო ადრე გაექცნენ ექსტრემისტების თავდასხმებს, ამჟამად თურქეთს აფარებენ თავს.

XS
SM
MD
LG