სულ მცირე 24 ადამიანი, უმეტესობა ავღანეთიდან, დაიღუპა სტამბოლის მახლობლად ზღვაში, მათი დაზიანებული გემის გადაბრუნების შედეგად. თურქეთის მედიის ცნობით, სამ ნოემბრის ავარიის შედეგად შვიდი პირ გადაარჩინეს, ცხრა დაკარგულია. მიგრანტები ზღვაში გავიდნენ, რათა რუმინეთში გადაეცურათ ბოსფორის სრუტის გავლით. გემზე მყოფთაგან 12 ბავშვი იყო, შვიდი ქალი. მიგრანტებს, ცნობით, რამდენიმე ათასი ევრო ჰქონდათ გადახდილი ევროკავშირში უკეთესი ცხოვრების მოსაძებნად.
ყველაზე პოპულარული
1