Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი: „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიცია სირიელ მეამბოხეებსაც უნდა დაეხმაროს


საერთაშორისო კოალიციას, რომელიც ებრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულ გაერთიანებას, საფრანგეთი მოუწოდებს პარალელურად დახმარება გაუწიოს ალეპოში სირიელ მეამბოხეებს, რომლებიც დამასკის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. სამ გავლენიან საერთაშორისო გამოცემაში 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორან ფაბიუსი ამბობს, რომ ალეპოში მყოფი მეამბოხეები ალყაში არიან მოქცეულნი და მათმა დამარცხებამ შესაძლოა დაასამაროს იმედები, რომ სირიაში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომს პოლიტიკური გადაწყვეტა მოეძებნება. სტატია გამოქვეყნდა „ფიგაროში“, „ვაშინგტონ პოსტსა“ და პან-არაბულ „ჰაიატში“. რამდენიმე დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი ეწვია პარიზს და შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან. ანკარას ნათქვამი აქვს, რომ საერთაშორისო კოალიციის მიზნებმა უნდა მოიცვას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობაც. ანკარა სირიაში შექმნილი ქაოსის მთავარ მიზეზად სწორედ ქვეყნის რეჟიმს მიიჩნევს. სირიაში აშშ-ის და არაბული ქვეყნების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების სამიზნე ამ ეტაპამდე მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები არიან.

XS
SM
MD
LG