Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია საგანგებო განცხადებას გააკეთებს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია 6 საათზე ბრიფინგს გამართავს და საგანგებო განცხადებით გამოვა „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში. ბრიფინგში პარტიის სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ბრიფინგის და განცხადების თემა წინასწარ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 4 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელს ბრალს წარუდგენს ჯარისკაცების მოწამვლის გამო. ასევე 4 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერზე და სამინისტროსა და შპს "არქიტექტურულ ბიუროს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე. უფრო ადრე, 28 ოქტომბერს, პროკურატურამ დააკავა თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი, სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონამდე ლარის გაფლანგვის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG