Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში პოლიციელებმა მოკლეს თავდამსხმელი, რომელმაც 10 ადამიანი დაჭრა


იერუსალიმში პოლიციელებმა მოკლეს მძღოლი, რომელმაც მანქანა დააჯახა ფეხით მოსიარულეებს და შემდეგ რკინის ხელკეტით დაერია ხალხს, დაჭრა 10 ადამიანი. პოლიციამ ამ თავდასხმას „ტერორისტული აქტი“ უწოდა. ინციდენტი მოხდა იმავე ადგილას, სადაც ასეთივე თავდასხმა მოეწყო ორი კვირის წინ, როცა პალესტინელმა მძღოლმა მანქანა დააჯახა ფეხით მოსიარულეებს, მოკლა ორი ადამიანი - ქალი და ჩვილი. დღევანდელი თავდასხმა მოეწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაშალა ათობით პალესტინელის აქცია, რომლის დროსაც ქვებსა და აალებად ყუმბარებს ესროდნენ პოლიციელებს იერუსალიმის ძველ უბანში, ალ-აქსას მეჩეთის მახლობლად.

XS
SM
MD
LG