Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას პარტიამ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა


პოლიტიკურმა პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ ცნობილი გახდა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომისას, რომელიც, თბილისის დროით, 17 საათზე დაიწყო. სხდომაზე, რომელსაც, ცნობების თანახმად, ესწრება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მივიდნენ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებიც, მათ შორის პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია. მათ მალევე დატოვეს სხდომა. პარტიის წევრმა, პარლამენტარმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავისუფალი დემოკრატები ვერ ხედავენ თავს კოალიციაში.

XS
SM
MD
LG