Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფს მოხსნის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას დათანხმდა. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. “ჩვენს ინტერესებშიც შედის ის, რომ ამ საქმის განხილვა მოხდეს გამჭვირვალედ, რომ არავის კითხვები არ დარჩეს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი სტრატეგიული სამინისტრო ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG