Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა


ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან ტელევიზიით ჩართვისას განაცხადა. მან თქვა, რომ უკვე ჩააყენა საქმის კურსში პრემიერ-მინისტრი და დაამატა: „სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე მაკისრია, რამეთუ მე წარმოვადგენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ სახელმწიფოს ნატოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩემი აქ მოქმედების პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესი“. ლევან დოლიძემ დასძინა, რომ თანამდებობას დატოვებს მას შემდეგ, რაც ჩაატარებს რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას, რომლებიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG