Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მხარს უჭერს დონეცკის ტრაგედიის გამოძიებას


ვაშინგტონი აცხადებს, რომ მხარს უჭერს კიევის მოთხოვნას გამოიძიონ საარტილერიო დაბომბვა, რასაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლირებად დონეცკში 5 ნოემბერს მსხვერპლი მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო დაბომბვა, რასაც ორი თინეიჯერის დაღუპვა და რამდენიმეს დაჭრა მოჰყვა დონეცკის გარეუბნის ერთ-ერთი სკოლის ეზოში. დაბომბვაში კიევის ხელისუფლება და სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კი აღძრა საქმე უკრაინელი სამხედო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG