Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის შესანარჩუნებლად აკლდება ერთი მანდატი


საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ ტოვებს ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ და გადადის „თავისუფალ დემოკრატებში“. ამის შემდეგად „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის შესანარჩუნებლად ერთი მანდატი აკლდება. უფრო ადრე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, გედევან ფოფხაძემ გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და „თავისუფალი დემოკრატების“ საზიანოდ და უმრავლესობაში დარჩა. მანამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვებაზე უარი განაცხადეს „თავისუფალი დემოკრატების“ სიით პარლამენტში მოხვედრილმა ორმა დეპუტატმა გია ჯაფარიძემ და გელა სამხარაულმა. „თავისუფალი დემოკრატები“ უმრავლესობას ტოვებენ და საპარლამენტო ცხოვრებას დამოუკიდებელი ფრაქციის სახით განაგრძობენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ დეპუტატებმა ფრაქციის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. სხდომას 7 დეპუტატი ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG