Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა კონგრესს სთხოვს ერაყში მისიისა და ებოლასთან ბრძოლის დაფინანსების გაზრდას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რესპუბლიკელ და დემოკრატ კანონმდებლებს სთხოვს, წლის მიწურულამდე დაამტკიცონ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ებოლასთან ბრძოლის დაფინანსება. ობამას ეს მოწოდება მოჰყვა შუალედურ არჩევნებს, რომელთა შედეგადაც რესპუბლიკელებმა დაამყარეს კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე. ობამამ თეთრ სახლში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე სთხოვა კანონმდებლებს, დაამტკიცონ 5,6 მილიარდი დოლარი სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. ამ თანხის ნაწილი - 1,6 მილიარდი დოლარი - მოხმარდება ერაყში დამატებით 1500 ჯარისკაცის განთავსებას. შედეგად, 3100-მდე გაიზრდება ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი. ისინი ჩაერთვებიან ერაყელი და ქურთი მებრძოლების გაწვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში. ობამამ კანონმდებლებს სთხოვა ასევე 6,1 მილიარდი დოლარის დამტკიცება ებოლასთან ბრძოლისთვის გათვალისწინებული ზომების დასაფინანსებლად. აშშ-ის კონგრესი 12 ნოემბერს დაიწყებს ამჟამინდელი შემადგენლობით თავის ბოლო სხდომას. იანვარში კონგრესი ახალი შემადგენლობით შეიკრიბება.

XS
SM
MD
LG