Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხოტბა შეასხა რუსეთის ჩინეთთან ურთიერთობას


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხოტბა შეასხა ჩინეთთან ურთიერთობას პეკინში ვიზიტისას, რომელიც იმ დროს იმართება, როცა მოსკოვის და დასავლეთის ურთიერთობა გაფუჭებულია უკრაინის კრიზისის გამო. პუტინი მეთვალყურეობდა ახალი გაზსადენის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას. ენერგიას მოწყურებულ ჩინეთთან მორიგება რუსეთისთვის ევროპის ალტერნატივაა, თუმცა დოკუმენტი შორსაა კონკრეტული შეთანხმებისგან. ჯერ არ არის ცხადი, რამდენის გადახდა სურს პეკინს. პუტინის თქმით, რუსეთის და ჩინეთის თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობის, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში შესანარჩუნებლად. პეკინში ათ და თერთმეტ ნოემბერს იმართება აზია წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი, რომელსაც, სხვათა შორის დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა.

XS
SM
MD
LG