Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და რუსეთი ხელს მოაწერენ შეთანხმებას ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე


ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი ალი აკბარ სალეჰი, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს რუსეთთან მოლაპარაკებებს ირანში ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე და ხელს მოაწერს მოსკოვთან შეთანხმებას. ირანის მედიის თანახმად, ორ ელექტროსადგურს რუსეთი ააშენებს უკვე არსებულ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს. ირანმა განაცხადა, რომ 20 ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს და სურს, რომ ამ გზით შეამციროს ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება. სექტემბერში ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში შეთანხმებების სერიას, რომელიც მოიცავს პროტოკოლსაც ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი ენერგო-ქსელის შექმნაზე.

XS
SM
MD
LG