Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ცესკომ გამოაქვეყნა უმაღლეს რადაში არჩევნების შედეგები


უკრაინაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი რადის რიგგარეშე არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა პარტიული სიების მიხედვით: რადაში 64 დეპუტატი ეყოლება პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტს“, 63 დეპუტატი - პრეზიდენტის მხარდამჭერ „პეტრო პოროშენკოს ბლოკს“, 32 - ლვოვის მერის ანდრი სადოვის გაერთიანება „სამოპომიხს“ („თვითდახმარებას“), 27 დეპუტატი ეყოლება რადაში „ოპოზიციურ ბლოკს“, 22 - ოლეგ ლიაშკოს „რადიკალურ პარტიას“ და 17 - ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინას“. ეს არის 225 დეპუტატი 423-დან. არჩევნების ჩატარება ვერ მოხერხდა დონეცკის 9 და ლუგანსკის 6 ოლქში, აგრეთვე ყირიმის 12 ოლქში. ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვარაუდობს, რომ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრები დაიკავებენ 132 ადგილს, „სახალხო ფრონტისა“ კი – 82-ს.

XS
SM
MD
LG