Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს მოუწოდებს „შეწყვიტოს უკრაინაში ცეცხლზე ნავთის დასხმა“


აშშ რუსეთს მოუწოდებს „შეწყვიტოს ცეცხლზე ნავთის დასხმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში, პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების იარაღით და სხვა სახის დახმარებით მომარაგების გზით. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი გმობს „რუსეთის მიერ დონბასის რეგიონის მზარდ მილიტარიზაციას, სეპარატისტების ტანკებით და სხვა სახის მძიმე შეიარაღებით მომარაგებით.“ რამდენიმე დღით ადრე ეუთომ განაცხადა, რომ მისი დამკვირვებლები მოწმენი გახდნენ მძიმე შეიარაღების და ტანკების მატებისა დონეცკის რეგიონის იმ მონაკვეთებში, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. საკიმ რუსეთი და სეპარატისტები დაადანაშაულა 5 სექტემბერს მიღწეული ზავის „ღია დარღვევაში“ და დასძინა, რომ მოსკოვი კიდევ უფრო დიდ საფასურს გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუკი „გააგრძელებს დესტაბილიზაციის მომტან და საშიშ ნაბიჯებს.“ მოსკოვი უარყოფს უკრაინაში იარაღის და სამხედროების გაგზავნის ბრალდებას. თუმცა, საკის განცხადებით, კრემლმა სახელმწიფო საიდუმლოებად გამოაცხადა იმ რუსი სამხედროების სიკვდილის გარემოებები, რომლებიც, როგორც ჩანს, უკრაინაში მოკლეს.

XS
SM
MD
LG