Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი გამოდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაციის მოწოდებით


ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის მხარის ქვეყნებს მოუწოდა უფრო მეტი გააკეთონ საიმისოდ, რომ რეგიონში გაძლიერდეს ეკონომიკური ინტეგრაცია და ბიზნეს-კავშირები. სი ძინპინი ამ განცხადებით გამოვიდა პეკინში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის მეორე, ბოლო დღეს, 11 ნოემბერს. „მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ მიზანი, მიმართულება, საგზაო რუკაო“ - უთხრა მან სხვა ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. სამიტის პირველ დღეს პეკინმა გამოაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებს. სამიტზე ჩინეთი თავის რეგიონულ თავისუფალი ვაჭრობის პაქტს უწევს ლობირებას, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან ზეწოლისა, რომ სხვა ინიციატივებთან მიმართებით აღინიშნოს პროგრესი.

XS
SM
MD
LG