Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამრთლომ ჯარისკაცთა მოწამვლის საქმეზე ბრალდებულები აღკვეთის გარეშე დატოვა


საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ექვსი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
პროკურატურა ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მედეა ბეთაშვილის, მასთან ერთად ბრალდებული ოთარ ჯეჯეიას, მიხეილ ბასტაევის, თორნიკე ხუბუას, ლაშა გელოვანის და აკაკი გიორგაძის მიმართ გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებულებმა, გირაოს თანხების დასახელების შემდეგ, საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხის გადახდას ვერ უზრუნველყოფდნენ, შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მათგანი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა, წინასასამართლო სხდომა კი აღნიშნულ საქმეზე 24 დეკემბერს ჩაინიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამი თანამშრომელსა და „ქართული კვების კომპანიის“ სამი მენეჯერს ჯარისკაცთა მოწამვლის საქმეზე გამოძიებამ ბრალი 4 ნოემბერს წარუდგინა. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG