Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პაკისტანის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების ორდერი გასცა


პაკისტანის სპეციალურმა ანტიტერორისტულმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერების იმრან ხანსა და ტაჰირ ულ ყადრის დაპატიმრების ორდერი გასცა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ანტისამათავრობო საპროტესტო მიტინგის დროს მომხდარი ძალადობა. წარსულში ცნობილი კრიკეტის მოთამაშე და ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იმრან ხანი და ცნობილი სასულიერო პირი ტაჰირ ულ ყადრი სათავეში ედგნენ აგვისტოში საპროტესტო გამოსვლებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის წინააღმდეგ. საპროტესტო გამოსვლები, რომლის დროსაც დემონსტრანტები პარლამენტისა და ტელევიზიის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ, - პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ძალადობაში ოპოზიციის ლიდერების გარდა, რამდენიმე ათეულ აქტივისტსაც ედება ბრალი.

XS
SM
MD
LG