Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს უკრაინაში ყოფნას, ბრძოლის ფონზე


უკრაინის არმია და პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები ახალი მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ცნობებს იმ ფონზე, როცა იზრდება შიშები კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე. ამ კონფლიქტმა მნიშვნელოვნად დაძაბა ურთიერთობა მოსკოვსა და დასავლეთს შორის, რუსეთი კი განაგრძობს იმის უარყოფას, რომ უკრაინაში მისი სამხედროები იმყოფებიან. უკრაინის არმიამ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სეპარატისტებთან ბრძოლაში დაიღუპა მისი ოთხი სამხედრო და დაიჭრა 18. არმიის თანახმად, ბრძოლა კონცენტრირებულია დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ლუგანსკის პროვინციის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ დებალცევოში. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ დონეცკში წუხელ საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი. მათი ცნობით, გრძელდება შეტევა მეამბოხეთა პოზიციებზე დებალცევოსთან ახლოს.

XS
SM
MD
LG