Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში რუსეთის ჯარი იმყოფება სამხედრო წვრთნისთვის


რუსეთი და სერბია პირველ ერთობლივ ანტიტერორისტულ წვრთნას ატარებენ სერბიის ტერიტორიაზე. ღონისძიება ერთი დღე გასტანს. სერბიაში, რომელსაც ევროკავშირში სურს გაწევრიანება, რუსეთის სამხედრო ძალის დემონსტრირებას წინ უსწრებდა გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი. წვრთნები ემთხვევა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს ვიზიტს. წვრთნის დაწყებისთვის მზადების კადრები გადასცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა არხმა, RT-მ. სერბმა სამხედრო ექსპერტმა, ლიუბოდრაგ სტოიადინოვიჩმა რადიო თავისუფლებას გასულ კვირაში უთხრა, რომ სერბიაში არასოდეს ჩატარებულა ამ მასშტაბის სამხედრო მანევრები რუსეთის სამხედროებთან ერთად. მისი თქმით, ამ მანევრებით მოსკოვს იმის დემონსტრირება სურს, რომ მას ევროპაში მოკავშირეები ჰყავს.

XS
SM
MD
LG