Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთსა და სლოვაკეთში აღნიშნავენ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყების 25-ე წლისთავს


ჩეხეთსა და სლოვაკეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების 25-ე წლისთავს აღნიშნავენ. პრაღის, ბრატისლავისა და ორი ქვეყნის სხვა ქალაქების ცენტრებში დაგეგმილია საიუბილეო ღონისძიებები. „ხავერდოვანი რევოლუციით“ დასრულდა კომუნისტური მმართველობა მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში. პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ ადგილებს, სადაც 1989 წლის ნოემბრის რევოლუციის მთავარი მოვლენები მოხდა. დღევანდელი იუბილის გამო, ჩეხეთის პრემიერ მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა ვაშინგტონში მონაწილეობას მიიღებს კონგრესში ვაცლავ ჰაველის ბიუსტის გახსნაში. ვაცლავ ჰაველი „ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთი მეთაური, ჩეხოსლოვაკიიისა და მოგვიანებით ჩეხეთის პრეზიდენტი იყო. ის 2011 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG