Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი


ქაბულში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებისა და შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ინციდენტი მოხდა 18 ნოემბრის დილას, უცხოელებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მთავარ კარიბჭესთან. დანაღმული მომცრო სატვირთო მანქანა დაეჯახა ჭიშკარს და დაღუპულებს შორის ორი მცველიც არის. აფეთქებას მოჰყვა შეიარაღებული პირების იერიში - ისინი შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ. სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოგვიანებით იპოვეს ორი თავდამსხმელის გვამები. თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქება მიმართული იყო უცხოელი სამხედროების დაზვერვის ცენტრის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG