Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ირანთან მოლაპარაკებებს შეუერთდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 19 ნოემბერს შეუერთდება ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე ე.წ. „ექვსეულსა“ და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. ირანთან გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის ვადად 24 ნოემბერია დათქმული. ჯონ კერიმ 18 ნოემბერს უარი განაცხადა რაიმე ეწინასწარმეტყველა მიმდინარე „კრიტიკული კვირის“ შედეგებზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა კი განაცხადა, რომ „შეთანხმების მიღწევა დამოკიდებულია მეორე მხარის კეთილ ნებაზე“. ზარიფმა აგრეთვე განაცხადა, რომ 18 ნოემბერს „კარგი“ შეხვედრა ჰქონდა კეტრინ ეშტონთან, ევროკავშირის ყოფილ საგარეოპოლიტიკურ ლიდერთან, რომელიც უძღვება ირანთან მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG