Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორის აზრით, რუსეთს თავისი საზღვრების გაფართოება სურს


ამერიკელი სენატორის, ბენ კარდინის აზრით, რუსეთს აშკარად სურს თავისი საზღვრების გაფართოება. დემოკრატმა სენატორმა მერილენდის შტატიდან, რომელიც, ამასთანავე, აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარეა, ამ კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე, რუსეთის განხილვისას, განაცხადა: „პირადად მე მგონია, რომ საქმე ეხება არა მარტო უკრაინას, არამედ გაცილებით მეტს. შეხედეთ რუსეთის ქმედებებს საქართველოში, შეხედეთ რუსეთის ქმედებებს მოლდავეთში. აშკარაა, რომ რუსეთს დასახული აქვს მიზანი, რომელიც ამ მომენტისთვის მის საზღვრებს სცდება, და მას სწამს, რომ ამ მიზნის მიღწევას სამხედრო გზით შეძლებს და არ დასჭირდება ეუთოს ჩარჩოებში ნაკისრი ვალდებულებების გზით სიარული.“

XS
SM
MD
LG