Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაცენიუკი: კიევი არ მოელაპარაკება მოსკოვის „დაქირავებულ მებრძოლებს“


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა უარყო რუსეთის მოწოდება კიევსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებისაკენ. იაცენიუკის თქმით, მისი მთავრობა არ აპირებს მოსკოვის „დაქირავებულ მებრძოლებთან“ პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას. ამ შინაარსის განცხადება იაცენიუკმა გააკეთა უკრაინის მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი გამოდის მოწოდებით, „დამყარდეს სტაბილური კონტაქტი კიევსა და დონბასს შორის, ორივე მხარისათვის მისაღები შეთანხმებების მისაღწევად“. თავის მხრივ, იაცენიუკმა მოსკოვს მოუწოდა, „ბოლო მოუღოს თამაშს ბანდიტებისა და ტერორისტების ლეგიტიმაციისათვის“. თუ მშვიდობა გსურთ, შეასრულეთ მინსკის შეთანხმებაო, განაცხადა იაცენიუკმა და ამით მიუთითა მინსკში წელს, 5 სექტემბერს ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს ზომებს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად.

XS
SM
MD
LG