Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა იერიში მიიტანა ქაბულის საერთაშორისო უბანზე


თალიბანი იერიში მიიტანა ქაბულის შემოგარენში მდებარე უბანზე, სადაც ძირითადად უცხოელები სახლობენ. 19 ნოემბერს გვიან ღამით დანაღმული მანქანა აფეთქდა ქაბულის აღმოსავლეთით მდებარე ე.წ. „მწვანე უბანში“, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა. შეტევაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა „ტვიტერის“ მეშვეობით იკისრა. ქაბულის პოლიციის ხელმძღვანელმა, გენერალმა მუჰამედ ზაჰირმა განაცხადა, რომ შეტევას ემსხვერპლა ოთხი თავდამსხმელი. ერთი მათგანი მანქანის აფეთქებისას დაიღუპა, სამი კი პოლიციამ მოკლა ორმხრივი სროლის დროს. მწვანე სოფლის სახელით ცნობილ ობანში სახლობენ უცხოელები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებში მუშაობენ. შარშან თალიბანის თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული მანქანა ააფეთქა ობიექტთან, რომელიც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით იყო დაცული. თალიბანი თავდასხმებს ხშირად აწყობს იმ ფონზე, როცა მიმდინარე წელს ავღანეთს საერთაშორისო ჯარები ტოვებენ.

XS
SM
MD
LG