Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და მოკავშირეების საჰაერო იერიში განხორციელდა „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე


აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში 30 საჰაერო დარტყმა განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებზე სირიასა და ერაყში. აშშ-ის სამეთაურო ცენტრმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ 23 თავდასხმა განხორციელდა ერაყის ტერიტორიაზე - მათ შორის ექვსი ბაიჯიში, „ისლამური სახელმწიფოს“ შენობებზე, მანქანებზე და ტაქტიკურ ობიექტებზე. კიდევ ექვსი დარტყმა განხორციელდა სირიაში, ქობანის ახლოს - სადაც სირიელი ქურთი მებრძოლები ებრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს.პარალელურად, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ახალი იერიში მიიტანეს რამადიზე, ერაყის დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციის დედაქალაქზე. უსაფრთხოების ძალების ცნობით, ექსტრემისტებმა ნაღმსატყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი რამადის ცენტრს,ქალაქის სხვადასხვა უბანშიშეტაკებები იყო. რამადი ბაღდადიდან დასავლეთით, 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ქალაქის ნაწილს უკვე აკონტროლებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები - რომლებიც დიდძალ ტერიტორიებს არიან დაპატრონებული ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში.

XS
SM
MD
LG