Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პარლამენტმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მხარი დაუჭირა


ავღანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ავღანეთ-აშშ-ის და ავღანეთ-ნატოს ორმხრივ შეთანხმებებს, რაც საერთაშორისო სამხედრო ძალებს 2014 წლის შემდეგ ავღანეთში დარჩენის უფლებას აძლევს. როგორც 23 ნოემბერს განაცხადა ავღანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აბდულ რაოფ იბრაჰიმიმ, უსაფრთხოების შეთანხმებებს მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა. ავღანეთის ახალმა მთავრობამ დოკუმენტებს ხელი 30 სექტემბერს მოაწერა. პარლამენტის მიერ დამტკიცებული შეთანხმებების თანახმად 2014 წლის შემდეგ ნატოსა და აშშ-ს ავღანეთში ეყოლება 12 ათასი ჯარისკაცი, რომლებიც ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების დახმარებას განახორციელებენ.

XS
SM
MD
LG