Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოივო კლაარი ვადაზე ადრე ტოვებს თანამდებობას


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი, ტოივო კლაარი ვადაზე ადრე ტოვებს ამ თანამდებობას. 24 ნოემბერს მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. კლაარის განცხადებით, რომელიც მან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, "სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი უახლოეს ხანებში დაინიშნება და საქართველოს მიმართ ევროკავშირის ვალდებულება რჩება ისეთივე ძლიერი, როგორიც ყოველთვის იყო". ტოივო კლაარი 2013 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად. როგორც იუწყებიან, ის პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს ვადაზე ადრე.

XS
SM
MD
LG