Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებებმა შეიწირა, სულ ცოტა, რვა ადამიანი


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა რვა ადამიანი, მათ შორის ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა 24 ნოემბერს მოწყობილი აფეთქებების შედეგად. ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, როცა მოტოციკლზე დამონატაჟებული ბომბი აფეთქდა ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციაში, ხალხმრავალ ადგილას. ხოლო უცხოელი ჯარისკაცები, პოლიციის ცნობით, შეიწირა ქაბულში სამხედრო ავტოკოლონასთან ველოსიპედზე დამაგრებული ბომბის აფეთქებამ. ნატოს წარმომადგენელმა დაადასტურა ცნობა ინციდენტის შესახებ, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელი ქვეყნის, ან ქვეყნების წარმოადგენლები იყვნენ დაღუპული ჯარისკაცები. თავდასხმები მოეწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში აფეთქებამ, სულ ცოტა, 57 ადამიანი შეიწირა ფრენბურთის მატჩის დროს.

XS
SM
MD
LG