Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკო მიმდინარე კვირაში აპირებს მთავრობის ფორმირების დაწყებას


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გადადგამს პირველ ნაბიჯებს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. დასავლეთის მთავრობები კიევს აკრიტიკებენ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის შექმნისა და დასავლური დახმარების მიღებისთვის საჭირო რეფორმების შეყოვნებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავრობის საკითხზე შეუთანხმებლობაა პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ-მინისტრ იაცენიუკს შორის, მნიშვნელოვანი პორტფელების გამო. 24 ნოემბერს ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად გამართულ პრესპ-კონფერენციაზე პეტრო პოროშენკომ განაცხადა აგრეთვე, რომ ლიტვა სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას.

XS
SM
MD
LG