Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დიდ ქალაქებში მიმდინარეობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციები


საქართველოს დიდ ქალაქებში მიმდინარეობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციები. საქართველო შეუერთდა გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. კამპანიაში მონაწილეობენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიები და დიპლომატიური კორპუსი. დღეს თბილისში, გაეროს ოფისთან გაიმართა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია-პერფორმანსი "ძალა არ გაძლევს უფლებას." დღესვე საქართველოს შსს-ში გაიმართა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის პრეზენტაცია. აშშ-ის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახში ძალადობის პრობლემის დასაძლევად საზოგადოების გააქტიურება. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქციის მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, მოძალადეები კი კანონით ისჯებიან.

XS
SM
MD
LG