Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურიდიული კომიტეტი „გასაღებთან“ დაკავშირებით ვერ შეჯერდა


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით ვერც ერთი პროექტი გავიდა. კენჭისყრის შედეგად ხმები თანაბრად გაიყო. ფარული მოსმენების გასაღების თემაზე დებატები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. პარლამენტს ორი საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. დეპუტატები განიხილავენ და კენჭს უყრიან ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს და ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას. კენჭისყრის შედეგად გაირკვევა, რომელ ვარიანტს დაამტკიცებს საბოლოოდ პარლამენტი.

XS
SM
MD
LG