Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი ბირთვული მოლაპარაკების ვადის გადადების წინააღმდეგი არ არის.


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ის არ არის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების ვადის გადადების წინაღამდეგი. მე არ ვიყავი მოლაპარაკების წინააღმდეგი და ვემხრობი ვადის გადადებას, თქვა აიათოლამ. მისი აზრით, თუ შეთანხმება არ მიიღწევა აშშ უფრო დაზარალდება, ვიდრე ირანი. ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების ვადის 2015 წლის 1 ივლისამდე გაგრძელებაზე მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას აქამდე მოქმედით გეგმით, 24 ნოემბრის შუაღამემდე.

XS
SM
MD
LG